როგორ აფასებენ ქუთაისელები პრემიერ-მინისტრის განცხადებას

უკრაინაში თვეზე მეტია სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. უკვე თვეზე მეტია მილიონობით ადამიანს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება.

რუსი ოკუპანტები უტევენ მშვიდობიან მოსახლეობას, გავრცელდა კადრები  ქალაქ ბუჩაში სასტიკად ნაწამები და მოკლული ადამიანების. ამ სისასტიკის ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ 25 თებერვალს ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა დაისჯებოდა და დაისაჯა კიდეც. პრემიერის ამ განცხადებასთან დაკავშირებით რადიო ,,ძველმა ქალაქმა'' ქუთაისის მოსახლეობის აზრი გამოიკითხა. როგორ აფასებენ ქუთაისელები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას და როგორი უნდა იყოს,  მათი აზრით, საქართველოს მთავრობის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით? - მოისმინეთ ჩვენი გამოკითხვა

 

| Print |