დანიამ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობისა და არაადამიანური მოპყრობის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ 15 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არ სურთ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოსკოვთან. მათი თქმით, რუსეთის ელჩი და საელჩოს სხვა წევრები გაძევებულთა სიაში არ არიან.

ბუჩაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ რუს დიპლომატებს ქვეყნიდა გააძევებდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *