ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა საკუთარი ღირებულებების დასაცავად, რუსეთზე ენრგოდამოკიდებულება უნდა შეამციროს.

მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინას დასახმარებლად 1 მილიარდი ევრო მისცა, მაშინ როცა ამ თანხას რუსეთს ენერგორესურსებში ყოველდღიურად უხდიან, რაც მისი შეფასებით, არასწორია.  

“ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთის იზოლირება საერთაშორისო საზოგადოებისგან. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს კონფლიქტი კიდევ უფრო მძიმე სურათამდე არ მივიდეს. გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე. 1 მილიარდი ევრო მივეცით უკრაინას დახმარების სახით, ამ დროს, ამ თანხას რუსეთს ენერგორესურსებში ყოველდღიურად ვუხდით. შეადარეთ ეს ციფრები ერთმანეთს. მათ შორის არსებობს გიგანტური განსხვავება.
უნდა შევამციროთ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, მეტი შესაძლებლობა უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ღირებულები დავიცვათ,”-აცხადებს ჟოზეფ ბორელი.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. Სანქცია რუსდული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას ეხება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *