თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯეინ ფსაკის განცხადებით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ამერიკა უკრაინას მილიარდ 700 ათასი დოლარის ღირებულების იარაღით უზრუნველყოფს.

,,სისტემის გადატანა ხდება თითქმის ყოველდღე. მინდა აღვნიშნო, რომ ორი დღის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ 100 მილიონი დოლარის ღირებულების ჯაველინების შესახებ, რომელიც არის მნიშვნელოვანი იარაღი, რომელსაც უკრაინელები ეფექტურად იყენებენ რუსეთთან საბრძოლველად. ყოველი რუსული ტანკისთვის, აშშ უკრაინისთვის გაითვალისწინებს 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას, ყოველი რუსული ჯავშანტექნიკისთვის კი – 3 ერთეულ ჯავშანტექნიკას.
უკრაინელი ლიდერები დახმარებას ითხოვენ, ხშირად გვაწვდიან სიებს, თუ რა სახის სამხედრო ტექნიკა სჭირდებათ. თუ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, სხვა მოკავშირეებთან ვთანამშრომლობთ, ზოგჯერ ეს არის რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკა,”-აცხადებს ჯეინ ფსაკი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *