ქუთაისში ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული გარემოს შესაქმნელად გადადგმულ გზებზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებმა ისმჯელეს.

ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნის გზები განიხილეს ქუთაისში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებმა, არასამათავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა. 10 მუნიციპალიტეტის მერი შეიკრიბა ქუთაისში იმის განსახილველად როგორ გაზარდონ მუნიციპალიტეტების ჩართულობა მათი თემების სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს და სიმბოლურ დაპირებას, რომ 2022 წლის ბოლოსთვის შეიმუშავონ ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებზე მორგებული სოციალური პროგრამები.

,,რამდენიმე წელია ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებაა. ორი წლის წინ ქუთაისმა გააკეთა განაცხადი ბავშვთა საჭიროებზე მორგებული ქალაქის სტატუსის მისაღებად. Ბავშვთა უფლებვების დაცვის კუთხით არის გარკვეული გამოწვევები. დღევანდელი შეხვედრა ამ გამოწვევების დაძლევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ერთის მხრივ მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება, მეორეს მხრივ – საერთაშიროსო გამოცდილების გაზიარება,’’-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

Შეხვედრა პროექტის ,,ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურების გაძლიერება საქართველოში’’ ფარგლებში გაიმართა. Პროექტი მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკის და სახელმძღვანელო პრონციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად.

Პროექტი 10 საპილოტე რეგიონში ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *