რადას დეპუტატმა ლესია ვასილენკომ იმ ქალაქებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან გამოიხსნეს.

დეპუტატის ინფორმაციით, ყუმბარა ხაფანგები და ასაფეთქებლები სახლში დაბრუნებულ ადამიანებს სამზარეულოს კარადებში, მაცივრებსა და კარებზე ხვდებათ.

როგორც ლესია ვასილენკო აღნიშნავს, ,უკრაინის ხელისუფლება სთხოვს ადგილობრივ მოსახლეობას, სპეციალისტებს განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად დრო მისცენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდნენ სახლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული უფრო მეტი ადამიანური მსხვერპლი.

„რუსეთმა ბევრი ლეტალური „საჩუქარი“ დაუტოვა უკრაინელებს, რომლებიც კიევის ოლქში ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში ბრუნდებიან. ყუმბარა – ხაფანგები და ასაფეთქებლები მათ სამზარეულოს კარადებში, მაცივრებსა და კარებზე ხვდებათ. უკრაინა სთხოვს მოსახლეობას, მისცენ სპეციალისტებს დრო განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდნენ სახლებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული უფრო მეტი ადამიანური მსხვერპლი“, – განაცხადა რადას დეპუტატმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *