,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ გენოციდზე ჯერ სამართლებრივი შეფასება უნდა გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამის პოლიტიკური შეფასება.

მისი თქმით,  ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, მოაწყო თუ არა რუსეთმა უკრაინელების გენოციდი, ჯერ არც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს.

,,ჯერჯერობით ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში დაველოდებით, რა თქმა უნდა, სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება ასამართლებრივი შეფასებები ამის შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება”, — ამბობს ირაკლი კობახიძე.

12 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნამდვილი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებებისთვის გენოციდის წოდებისგან თავს შეიკავებს, რადგან რუსები და უკრაინელები “ძმები არიან”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *