,,მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე’’-იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს.

"მიხეილ სააკაშვილის ქცევიდან მომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკების მინიმიზაციის მიზნით, მას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესთავაზა მრავალპროფილურ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა რელევანტური სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც გამომდინარეობს იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ეკიდება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას ესაჭიროება პირის ინფორმირებული თანხმობა, რომლის ნაცვლადაც საზოგადოებამ იხილა ულტიმატუმის ტოლფასი პირობადებული თანხმობა.

იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და იქ მომუშავე მედპერსონალს, რომელიც ყოველთვის იცავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
ექიმების მიმართ უსაფუძვლო უნდობლობის გამოხატვა და შეუთანხმებლად მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა აჭიანურებს და ხელს უშლის ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე.

პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, 24 საათის განმავლობაში ატარებენ მრავალ ღონისძიებას პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის საფუძველზე.
მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.

მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პროვოკაციული ქმედებისგან, რომელიც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს მისთვის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარტია ,,მოქალაქეების
21:44 / 27.05.2022
პარტია ,,მოქალაქეების" წევრები ქუთაისისა და ქუთაისელების წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით,
საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან
კრიმინალები პოლიტიკაში.
15:21 / 27.05.2022
,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
17:24 / 25.05.2022

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
16:44 / 25.05.2022
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ბადრი
კოჭლამაზაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ
გადადო.
12:27 / 24.05.2022
ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადადო.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 16 - 29 °C
img
ქუთაისი 16 - 33 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 17 - 26 °C
img
ფოთი 17 - 23 °C
img
თელავი 15 - 28 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 15 - 31 °C
img
ბორჯომი 13 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
,,გაეწიოს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება"-ექიმების აქცია ქუთაისში
ქუთაისში მომუშავე ექიმებმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით აქცია გამართეს.
18:15 / 04.05.2022
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას დათანხმდა
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა.
16:59 / 10.05.2022
,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას, სავარაუდოდ, ისევ კახა ჩხეტიანი დაიკავებს
,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, სავარაუდოდ, კახა ჩხეტიანი დაბრუნდება.
12:49 / 09.05.2022
პოლიტიკის სიახლეები
პარტია ,,მოქალაქეებმა", ქუთაისელების პრობლემების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
21:44 / 27.05.2022
პარტია ,,მოქალაქეების" წევრები ქუთაისისა და ქუთაისელების წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
,,საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები-საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში’’-ირაკლი კობახიძე
15:21 / 27.05.2022
,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, გვიან ღამით, გონება დაკარგა - დიმიტრი საძაგლიშვილი
17:24 / 25.05.2022

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

ქუთაისის მერიაში ისევ შეიქმნება კულტურის სამსახური, ასევე - არქიტექტურის სამსახური
16:44 / 25.05.2022
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.