მოსახლეობის 39%-ის აზრით, "ოცნების" საგარეო პოლიტიკას ხშირად რუსული ინტერესებისთვის მოაქვს სარგებელი

საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას ხშირად რუსული ინტერესებისთვის მოაქვს სარგებელი.



კითხვაზე – საზოგადოებაში ბევრი შეხედულება არსებობს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის შესახებ, ახლა გაჩვენებთ ორ მოსაზრებას და გთხოვთ, მითხრათ, რომელი მათგანი გამოხატავს უკეთესად თქვენს ხედვას ამ საკითხზე, შედეგები ასე გადანაწილდა:

,,ქართული ოცნების'' საგარეო პოლიტიკა არ არის ჭეშმარიტად პროდასავლური, რასაც ხშირად რუსული ინტერესებისთვის მოაქვს სარგებელი — 39%;



,,ქართული ოცნება'' ზოგადად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის ერთგულია, რაც ვიზა ლიბერალიზაციამ და ასოცირების შეთანხმებამ აჩვენა — 27%;



არცერთს არ ვეთანხმები — 15%;



არ ვიცი/უარი — 19%.

 


მასალა მომზადებულია პროექტის – საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. გამოკითხვას Zinc Network-ის დაკვეთითა და USAID-ის ფინანსური დახმარებით CRRC საქართველო ახორციელებს. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 3 024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ასევე, წარმომადგენლობითია ცალკეულად თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით).

ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო. "უარი პასუხზე" არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა "არ ვიცი" და "უარი პასუხზე" დაჯამება.

| Print |