კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, ანუ 59% NATO-ში გაწევრიანების მომხრეა და მათი მთავარი მოტივაცია უსაფრთხოებაა.



რაც შეეხება, სამხედრო ნეიტალიტეტის გამოცხადებას, მისი მომხრე გამოკითხულთა 21%-ია, ხოლო რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშერკულების ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს 9% უჭერს.

 


რესპონდენტების 59%-ს, ვინც გაწევრიანებაზე დადებითად უპასუხა, დაუსვეს კითხვა, რა არის მთავარი მიზეზები, რის გამოც ფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს NATO-ში? მათ მაქსიმუმ სამი პასუხის არჩევა შეეძლოთ. პასუხები ასე გადანაწილდა:

ეს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს — 70%;



ეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას გააძლიერებს — 29%;



ეს საქართველოს რუსეთისგან დაიცავს — 27%;



ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს — 26%;



ეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს — 25%;



ეს ხელს შეუწყობს NATO-ს წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას — 23%;



NATO საქართველოში სამხედრო ბაზას განათავსებს — 3%;



საქართველოს ადგილი ბუნებრივად დასავლეთშია — 3%.


მასალა მომზადებულია პროექტის – საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. გამოკითხვას Zinc Network-ის დაკვეთითა და USAID-ის ფინანსური დახმარებით CRRC საქართველო ახორციელებს. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 3 024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ასევე, წარმომადგენლობითია ცალკეულად თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით).

ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო. "უარი პასუხზე" არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა "არ ვიცი" და "უარი პასუხზე" დაჯამება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარტია ,,მოქალაქეების
21:44 / 27.05.2022
პარტია ,,მოქალაქეების" წევრები ქუთაისისა და ქუთაისელების წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით,
საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან
კრიმინალები პოლიტიკაში.
15:21 / 27.05.2022
,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
17:24 / 25.05.2022

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
16:44 / 25.05.2022
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ბადრი
კოჭლამაზაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ
გადადო.
12:27 / 24.05.2022
ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადადო.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 16 - 29 °C
img
ქუთაისი 16 - 33 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 17 - 26 °C
img
ფოთი 17 - 23 °C
img
თელავი 15 - 28 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 15 - 31 °C
img
ბორჯომი 13 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
,,გაეწიოს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება"-ექიმების აქცია ქუთაისში
ქუთაისში მომუშავე ექიმებმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით აქცია გამართეს.
18:15 / 04.05.2022
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას დათანხმდა
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა.
16:59 / 10.05.2022
,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას, სავარაუდოდ, ისევ კახა ჩხეტიანი დაიკავებს
,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, სავარაუდოდ, კახა ჩხეტიანი დაბრუნდება.
12:49 / 09.05.2022
პოლიტიკის სიახლეები
პარტია ,,მოქალაქეებმა", ქუთაისელების პრობლემების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
21:44 / 27.05.2022
პარტია ,,მოქალაქეების" წევრები ქუთაისისა და ქუთაისელების წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
,,საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები-საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში’’-ირაკლი კობახიძე
15:21 / 27.05.2022
,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, გვიან ღამით, გონება დაკარგა - დიმიტრი საძაგლიშვილი
17:24 / 25.05.2022

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

ქუთაისის მერიაში ისევ შეიქმნება კულტურის სამსახური, ასევე - არქიტექტურის სამსახური
16:44 / 25.05.2022
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.