ექსპრეზიდენტის დედის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია და ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
,,თვითონ კლინიკა არაჩვეულებრივია, ექიმები ვნახე, ძალიან მომეწონა.
მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად უკეთდება, ბევრი დიაგნოზი აქვს და
ნელ-ნელა იმიტომ კეთდება, ამას დრო სჭირდება. პრობლემა ის არის, რომ
ვერ ჭამს. საშინელი სისუსტე აქვს, ფერი საერთოდ არ აქვს, ვერ ვცნობ
ჩემს შვილს, საერთოდ სხვა, გამოფიტული ადამიანია. გამოსავალს ვხედავ
გაყვანაში," - ამბობს გიული ალასანია.
საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის
პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც.
"მდგომარეობა არის საყურადღებო, რადგან ყოველ წუთში შეიძლება
განვითარდეს ესა თუ ის გართულება. მე არ მინახავს, ასე რომ ვერაფერს
ვერ გეტყვით, მაგრამ "ვივამედი" ძალიან კარგი დაწესებულებაა, ძალიან
კომპეტენტური ექიმები არიან, ვინც ვნახე და ვისაც ველაპარაკე ძალიან
კმაყოფილი ვარ," - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.
ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.
ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".
ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები