"ქართული ოცნების" ოპონენტები ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მართლმსაჯულების გარეშე ქვეყანაზე დასავლეთი უარს იტყვის.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნონა მამულაშვილის თქმით, "ქართული
ოცნების" მიზანია, დასავლეთი იძულებული გახადოს, თავად თქვას უარი
საქართველოზე.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, ნიკა გვარამიას დაკავებით
ხელისუფლებამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინაღობა
დაამატა.
საქართველოს საგარეო კურსის ნიკა გვარამიასთან დაკავშირება
არასერიოზულია "ქართული ოცნებისთვის". მმართველ გუნდში კანონის
უზენაესობაზე საუბრობენ.
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთ ადამიანზე გადის ევროკავშირში ჩვენი
გაწევრიანება, ძალიან ცდებით. როდესაც კრიმინალი დადასტურებულია
სასამართლოს მხრიდან, მან უნდ აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა ეს
იქნება ზარქუა, გვარამია, სააკაშვილი თუ სხვა. ევროსტანდარტი და
ევროკავშირი არის სწორედ კანონის უზენაესობა და ეს ნიშნავს
სამართლებრივ სახელმწიფოს. ეს ნიშნავს, რომ როცა დააშავებ და
დაგიმტკიცდება, უნდა აგო პასუხი, ეს არის ევროკავშირი და ამისკენ
მივილტვით ჩვენ,"- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი
ზარქუამ.
ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.
ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".
ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები