ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
"გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები,
რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ
აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ. ეს არის
მოცემული ფაქტი, არ არის ახალი მოვლენა. გვახსოვს იგივე
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაშინ არ იყო მათი აგიტაცია
წარმატებული და იმედია არც ახლა იქნება.
რამდენჯერაც შედიან ისინი კაბინეტებში, იქიდან გამოდის კონკრეტული
მესიჯები, ასე რომ საზოგადოებისთვისაც ცხადია, რა მესიჯებით შედიან
კაბინეტებში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც
საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა, ამიტომ
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს გვერდზე გადადონ სუბიექტური
პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს
წინააღმდეგ.
ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.
ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".
ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები