პარტია ,,მოქალაქეებმა", ქუთაისელების პრობლემების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
პარტია ,,მოქალაქეების" წევრები ქუთაისისა და ქუთაისელების წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნენ. პარტიის წევრებმა შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს და მას აქტიური მოქალაქეების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გაჟღერდა არაერთი პრობლემა, რომელთა წინაშეც დღეს ქუთაისელები დგანან. ძირითადი ყურადღება გამახვილდა უმუშევრობაზე, დაბალ ხელფასებზე, ნეპოტიზმზე, ბიზნესის ხელშეუწყობლობაზე და სხვა.
პარტიის წევრებმა აღნიშნეს, რომ გაჟღერებული პრობლემების მოსაგვარებლად იმუშავებენ.

,,მიგვაჩნია, რომ სწორი დღის წესრიგი იქნება მაშინ, როცა ვისაუბრებთ რეალურ პრობლემებზე. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ მოსახლეობის პრობლემები, რადგან ჩვენ გვაქვს ბერკეტი ვისაუბროთ მაღალი ტრიბუნიდან, გავაჟღეროთ ამ ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი მოგვარების გზები საკანონმდებლო ორგანოში,"-ამბობს ,,მოქალაქეების" წევრი ქეთი თურაზაშვილი.

,, შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობისგან მოგვესმინა რა აწუხებთ და როს მოგვარებას ისურვებდნენ. დავდივართ რეგიონებში და ვხვდებით ადგილობრივებს, რათა მუშაობის დროს გვქონდეს მეტი ინსტრუქცია იმისთვის, რომ ვიმუშაოთ საკანონმდებლო ინიციატივაზე და ერთად გადავწყვიტოთ ყველა რეგიონის პრობლემა,"-ამბობს ,,მოქალაქეების" წევრი ნინო ჩარკვიანი.

პარტია ,,მოქალაქეები" შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონში გააგრძელებს.
| Print |