კატარის ეკონომიკურ ფორუმის წამყვანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა ენდობა თუ არა ის ვლადიმერ პუტინს და მის დაპირებებს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხს თავი აარიდა და ილაპარაკა იმაზე, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო სამჯერ გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი. ამის გამო წამყვანმა პრემიერ-მინისტრს ,,დიპლომატია’’ შეუქო.

,,2008 წელს რუსეთი თავს დაგვესხა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, 30 წლის წინ, რუსები ეხმარებოდნენ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს და ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა რუსულ აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე,” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ ფორუმის წამყვანმა ისევ ჰკითხა, ენდობა თუ არა ვლადიმერ პუტინს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა: 

“ჩვენ კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლიდან არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ,” -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *