,,გუშინდელი დღე იყო ფანტასტიკური და იმედისმომცემი!’’-ნიკა გვარამია 20 ივნისის აქციაზე
ნიკა გვარამია 20 ივნისის აქციას ეხმაურება.

ის აქციის ყველა მონაწილეს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ბრძოლა ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს.



,,გუშინდელი დღე იყო ფანტასტიკური და იმედისმომცემი! ამდენი ადამიანი რუსთაველზე, პირადად მე, არასდროს მინახავს. მტერმაც და მოყვარემაც ნახა, რომ ქართველი ერი არც მომკვდარა და აღარც სძინავს! რაც მთავარია, ეს ვნახეთ ჩვენ და ვირწმუნეთ საკუთარი ძალების! სწორედ ასეთი დღეები ქმნიან ქვეყნის ისტორიას და განაპირობებს მის საუკეთესო მომავალს!
რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა აქციის ყველა ორგანიზატორს, პირველ რიგში, მოძრაობა "სირცხვილიას" და ყველა სხვას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა აქციის ორგანიზებაში. ყველამ ერთად, შეძლეს და უშეცდომოდ გაიარეს ეს რთული გზა და უზრუნველყვეს გუშინდელი ისტორიული დღე.
რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა ქართულ კრიტიკულ მედიას, რომელიც სრულად იყო ჩართული აქციის საინფორმაციო კამპანიაში და მის სრულყოფილად გაშუქებაში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ მნიშვნელოვანია პროდასავლური მედიის როლი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის გზაზე.
რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა სამოქალაქო სექტორს, ვისი დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის დასავლური გზის და გადარჩენის უმნიშვნელოვანესი და, შესაძლოა, გადამწყვეტი წინაპირობაა.
რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა ოპოზიციას, რომ დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქართველ ხალხსაც და მსოფლიოსაც გვაჩვენეს, რომ შეუძლიათ დიდი მიზნისთვის გაერთიანება ერთმანეთთანაც და საზოგადოებასთანაც, და რომ ყბადაღებული პოლარიზაცია მხოლოდ "ქართული ოცნების" არჩევანია.
და რაც მთავარია, რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა აქციაზე მისულ თითოეულ ადამიანს, ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით. მადლობა მკაფიოდ გაცხადებული ეროვნული მიზნისა და ისტორიული მისიისთვის - შინ ევროპისკენ! მადლობა მკაფიოდ გაცხადებული მზაობისთვის, ბრძოლა გაგრძელდეს ბოლომდე, ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე!
დიდება ერს!
საქართველო ივანიშვილის გარეშე!," - ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში. 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, გაგვეხსნა ევროპული
პერსპექტივა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უნდა შევასრულოთ
12-პუნქტიანი გეგმა, რათა ევროკავშირის წევრობის კანიდატი ქვეყნის
სტატუსი მივიღოთ,’’
17:29 / 29.06.2022
,,საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, გაგვეხსნა ევროპული პერსპექტივა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უნდა შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა, რათა ევროკავშირის წევრობის კანიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ,’’
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი,
თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინა.
16:20 / 29.06.2022
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი, თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინა.
ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო,
რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ
15:39 / 29.06.2022

ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.

,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისის მერიას ანტიევროპულ კამპანიაში
ადანაშაულებს.
11:52 / 29.06.2022
,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისის მერიას ანტიევროპულ კამპანიაში ადანაშაულებს.
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, ევროპული საბჭოს
ასამბლეის განცხადება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელშიც
დასაბუთებულად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება
ადეკვატური მკურნალობა.
12:49 / 28.06.2022
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, ევროპული საბჭოს ასამბლეის განცხადება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელშიც დასაბუთებულად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ადეკვატური მკურნალობა.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
,,იმ ქვეყნების სიაში, სადაც "მაიმუნის ყვავილი" ფიქსირდება, შესაძლოა, საქართველოც მოხვდეს’’-მაია ზალდატანიშვილი
იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”, ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
15:11 / 07.06.2022
პოლიტიკის სიახლეები
  ,,უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, რომელსაც ხელოვნურად ვართ მოწყვეტილები’’-გიგი გიგიაძე
17:29 / 29.06.2022
,,საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, გაგვეხსნა ევროპული პერსპექტივა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უნდა შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა, რათა ევროკავშირის წევრობის კანიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ,’’
ქუთაისის მერიამ 10 ახალი მიკროავტობუსი წარადგინა
16:20 / 29.06.2022
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი, თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინა.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ'' ქუთაისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
15:39 / 29.06.2022

ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.

,,ქუთაისის მერიის თანამშრომლებს დავალებული აქვთ ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება’’-გიგა შუშანია
11:52 / 29.06.2022
,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისის მერიას ანტიევროპულ კამპანიაში ადანაშაულებს.
ამინდი
თბილისი 19 - 29 °C
img
ქუთაისი 19 - 27 °C
img
ბათუმი 20 - 24 °C
img
სოხუმი 18 - 26 °C
img
ფოთი 21 - 24 °C
img
თელავი 18 - 27 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 19 - 28 °C
img
ბორჯომი 17 - 28 °C
img