,,ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა’’-ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20 ივნისს გამართული აქციიდან თავის შთაბეჭდილებებს აზიარებს. სახალხო დამცველის თქმით, აქციამ დაადასტურა, რომ კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა; ასევე, გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება  გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა.

,,ჩემი შთაბეჭდილებები გუშინდელი აქციიდან:
1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა;
2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს;
3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა;
4. მმართველი პარტიის პროპაგანდა და ნაბიჯები, რომელიც მუდმივად გათვლილი იყო სტერეოტიპულ, პოსტ საბჭოთა მენტალობის მქონე ქართველზე, უბრალოდ არ იმუშავებს, რადგან იხილეთ მე-3 პუნქი;
5. ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად, არც თაობათა შორის თუ პოლიტიკურ შეხედულებებს შორისაა ხელშესახები გაუცხოება, უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული, და ეს არის ქართული დემოკრატიის სისუსტე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებასთან ერთად.
‘’-წერს ნინო ლომჯარია.
| Print |