,,საქართველო იმუშავებს დეოლიგარქიზაციისთვის’’ -ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა.

განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც დაიმსახურა.



,,გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე. საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ. ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ჩვენს ქვეყანას დამსახურებულად. თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა პირდაპირ, ღიად საჯაროდ, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, ჩვენი პრინციპულობის, ჩვენი ბრძოლის და ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებაც. ეს არის ნამდვილად დამსახურებული მონაპოვარი," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი, ასევე ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ წაყენებულ ყველა პირობას, მათ შორის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლება "პირნათლად შეასრულებს".



Როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში ბრიუსელში კონსულტაციებს გაივლიან, რათა ამ საკითხზე მეტი განმარტებები მიიღონ.



მანვე დასძინა, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაცია "ნამდვილად არ არის გამოწვევა".



,,საკითხი რომელიც ახსენეთ, დეოლიგარქიზაცია - ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება. გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, თუმცა აღინიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ა.შ. ჩვენ ამ თემას ჩავუღრმავდებით. მოგეხსენებათ, აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა და კარგად იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა. მაგრამ, ამ პირობასაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, როგორც სხვა დანარჩენს, პირველის გარდა [დეპოლარიზაცია]“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.



მისი თქმით, რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ეგ ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული.

| Print |