,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაციისთვის საჭიროა, ოპოზიციამ შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ,,პრორუსული მთავრობა’’, ,,პუტინისტური რეჟიმი’’.

“ოპოზიციამ უნდა შეიცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა არის მაგალითად, პრორუსული მთავრობა, ან პუტინისტური რეჟიმი და ა.შ. როგორც კი ამას გააკეთებენ მაშინვე ისინი გადადგამენ პირველ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ. ამის მზაობა თუ აქვთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება კარგი თუმცა ამის მზაობას ვერ ვხედავთ, პირიქით, ყველა მათი ყველა ნაბიჯი არის პოლარიზაციისკენ მიმართული, ვნახოთ, ცალმხრივად პოლარიზაცია ვერ შესრულდება დაველოდებით რა თქმა უნდა ოპოზიციის ქმედებებს ” – ამბობს ირაკლი კობახიძე. 

დეპოლარიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის რეკომენდაციებში, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად უნდა შეასრულოს.

” ქართული ოცნება” ამაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ოპოზიციას აკისრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *