„შინ ევროპისკენ“ მმართველ პარტიას პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
მოძრაობა ,,შინ ევროპისკენ’’ მოძრაობის წევრებზე თავდასხმების ფაქტებს ეხმაურება.

მოძრაობა შეშფოთებას გამოთქვამს, ხელის შეშლის იმ მართულ და ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების რეგიონებში მოსახლეობასთან მიმდინარე შეხვედრების დროს.



,,მოძრაობის წევრები, 3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას წევრობის სტატუსის მისაღებად ევროსტრუქტურებმა წლის ბოლომდე განუსაზღვრეს. ჩვენ არ გვჯერა, რომ მთავრობა ამ რეკომდენდაციებს შეასრულებს, ამიტომ ვითხოვთ ეს მისია იკისროს „ეროვნული თანხმობის მთავრობამ - ევროკავშირისთვის“.
თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში ასევე თბილისში სტუდეტებთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებს ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა სცადეს აგრესიულად განწყობილმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა. რიგ შემთხვევებში ეს ადამიანები ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან.
შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს ქმედებები შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრების უფლების ხელყოფა.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეწყვიტოს მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები, რაც უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.
მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მკაფიოდ აცხადებს, რომ ერთგულია მხოლოდ და მხოლოდ შეკრების მშვიდობიანი ფორმების და მოუწოდებს სამართალდამცავებს, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ პროვოკაციები.
მსგავსი წინააღმდეგობა, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვძენს და გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ საქმეს ვემსახურებით, რომელსაც თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად გავაგრძელებთ,’’-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიამ ორგანიზაციას ,,ევროპა ჩვენი სახლია
16:05 / 16.08.2022
ქუთაისის მერიამ ორგანიზაციას ,,ევროპა ჩვენი სახლია" 7აგვისტოს, აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე, ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო ჯარიმა დაუწერა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა
იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა
ზაზა ლომინაძემ,
00:00 / 08.08.2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ,
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც
იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა
მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო
შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
14:27 / 28.07.2022
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა
ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ
შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ
ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
2022 წლის პირველ კვარტალში, ქუთაისში უძრავი ქონების ფასმა 20%-ით მოიმატა
თიბისი კაპიტალმა საქართველოს რეგიონებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარის კვლევა ჩაატარა.
13:30 / 28.07.2022
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 40 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
11:32 / 27.07.2022
პოლიტიკის სიახლეები
 ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო, ,,ევროპა ჩვენი სახლია",  შესაძლოა, 1000 ლარით დაჯარიმდეს
16:05 / 16.08.2022
ქუთაისის მერიამ ორგანიზაციას ,,ევროპა ჩვენი სახლია" 7აგვისტოს, აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე, ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო ჯარიმა დაუწერა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი შესრულდა
00:00 / 08.08.2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ,
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
17:35 / 29.07.2022
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
14:27 / 28.07.2022
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
ამინდი
თბილისი 20 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 33 °C
img
ბათუმი 22 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 28 °C
img
ფოთი 23 - 28 °C
img
თელავი 19 - 32 °C
img
მესტია 11 - 19 °C
img
ზუგდიდი 19 - 32 °C
img
ბორჯომი 16 - 30 °C
img