,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს, სახიფათოს ვერაფერს ხედავს.

ის ამტკიცებს, რომ არანაირი უკონტროლო შემოდინება რუსეთიდან არ არის და მისი ხელისუფლებაა პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც რუსეთთან ომი არ ჰქონია. საოკუპაციო ხაზების გადმოწევას, კი მმართველი პარტიის თავმჯდომარე წინა ხელისუფლებისა და ჟურნალისტების მემკვიდრეობას უწოდებს.

,, ჩვენ ძალიან რთულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და არსებობა, არის უამრავი საფრთხე, უამრავი რისკი ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ თავიდან ბოლომდე ამით ვართ დაკავებული რომ მაქსიმალურად გავანეიტრალოთ ნებისმიერი საფრთხე. რა თქმა უნდა, ყველა პროცესს ვაკვირდებით ყურადღებით და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ რისკები არ შეეხოს ქვეყანას და ამ 1 წლის გამავლობაში წარმატებით მოვახერხეთ ამის უზრუნველყოფა, მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება ჩვენ ქვეყანაში. ეს გაგრძელდება, ნებისმიერი რისკი იქნება გაანალიზებული და გვექნება სათანადო პასუხი….თქვენ თემა მიგყავთ იქამდე, რომ საქართველოში მყოფი 40 ათასი ტურისტი არის კატასტროფა. არაფერი კავშირი არ აქვს ინიციატივას ამასთან…ძალიან ძალიან ირიბად გვეხება ესე საკითხი,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, რომ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ “ბევრად მეტი რუსი” იყო, თუმცა საფრთხე არ შექმნილა იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება ყველაფერს აკონტროლებს და აანალიზებს ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია. დოკუმენტის მიხედვით, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *