NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

კითხვაზე – ეთანხმებით თუ არა, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, პასუხები ასე გადანაწილდა: ვეთანხმები 34%; არ ვეთანხმები 59%; არ ვიცი 7%;

ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა შემდეგ მოსაზრებას, პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, პასუხები ასე გადანაწილდა:

ვეთანხმები – 23%; არ ვეთანხმები 67%; არ ვიცი 9%; უარი პასუხზე 1%.

ამავე კვლევით, მმართველი პარტიის მიმართ ყველაზე დადებითად ეთნიკური უმცირესობებისა და სოფლის ტიპის დასახლებებში არიან განწყობილნი.

გარდა ამისა, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს.

კითხვაზე – თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? 62% ამბობს, რომ არა, 30% კი ამბობს, რომ დიახ.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია.

NDI აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად, ყველაზე დიდი ალბათობით , ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მიიჩნევენ.

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *