საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია
სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დააკავეს, მძევლები კი გაათავისუფლეს. ისინი დაკითხვაზე იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ტერიტორია ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების მანქანამ დატოვა. სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტი მოხსნეს.


,,ჩემი რძალი იყო მძევლად აყვანილი, მე ეს ამბავი არ ვიცოდი. სახლში რომ მივედი, ოჯახის წევრებმა მითხრეს, ტელევიზიით გავიგეთ, რომ რიტა მძევლადაა აყვანილიო. ძალიან ვინერვიულეთ,"-ამბობს ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრი. 

| Print |