ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვინც ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ის ქუთაისელი გრიგოლ ნარსიაა. ინფორმაციას ამის შესახებ იურისტი ლევან ჭელიძე ავრცელებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გრიგოლ ნარსია პოლონეთში ცხოვრობდა, მან დიდძალი თანხა წააგო და სწორედ ამის გამო შეიჭრა ბანკში.

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია. მას ბრალს 4 მუხლით წარუდგენენ. მძევლები გათავისუფლებულნი არიან და დაკითხვაზე იმყოფებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *