კრიმინალის გახშირებულ ფაქტებს ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის წახალისებას უკავშირებს
გახშირებული კრიმინალი და დაუცველი ადამიანები- ოპოზიცია ძარცვის გახშირებულ ფაქტებს ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის წახალისებას უკავშირებს.

პარტია ,,ევროპული საქართველოს’’ წევრის, ამირან ძოწენიძის შეფასებით, ბადრი ესებუას დაუსჯელობამ საზოგადოებაში კრიმინალის წახალისება გამოიწვია, რის შედეგადაც კიდევ ერთი ბანკში შეჭრის შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. მისი თქმით, 20 სექტემბერს საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში ახალგაზრდა მამაკაცის შეჭრამ და 2 მილიონი დოლარის მოთხოვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში კრიმინალებს დაუსჯელობის სინდრომი აქვთ.


,,მეცნიერების დონეზეც დამტკიცებულია, რომ დანაშაული მხოლოდ იქ მცირდება, სადაც ის, როგორც საქმიანობა, მომგებიანი არ არის. თუ კრიმინალი მომგებიანია, მას ვერავინ შეაჩერებს. ახალ-ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც სხვის ხარჯზე გამდიდრებას შეეცდებიან. ბადრი ესებუამ ნახევარი მილიონი წაიღო და ის დაკავებული დღემდე არაა. Როცა ადამიანი ხედავს, რომ დამნაშავე არ დაისაჯა და მან დიდი რაოდენობის ფული წაიღო, ეს მასში ქვენა გრძნობეს აღვიძებს, განსაკუთრებით, თუ ადამიანი მიდრეკილია რომ სხვას წაართვას. გუშინ მშვიდობიანად დასრულდა ბანკის ამბავი , მძევლები გაათავისუფლეს და დამნაშავე დააკავეს. ეს არის ის, რასაც მთავრობა უნდა აკეთებდეს,’’-ამბობს ამირან ძოწენიძე.


20 სექტემბერს, 37 წლის გრიგოლ ნარსია საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვდა. პოლიციამ ის მომხდარიდან 9 საათის შემდეგ დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლა.


მანამდე, 2020 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში ბადრი ესებუა შეიჭრა და მძეველბის გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. ბადრი ესებუა დაკავებული დღემდე არააა.

| Print |