ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა თანამდებობა დატოვა.

გიორგი გიორგობიანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

,,ვამაყობ იმით, რომ 30 წლის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი დავაფუძნეთ, შევქმენით და თანამედროვე რელსებზე დავაყენეთ. 30 წლის შემდეგ ქუთაისლებს გვაქვს შესაძლებლობა ვიმგზავროთ მუნიციპალური ტრანსპორტით სუფთად, უსაფრთხოთ და დროში გაწერილი გრაფიკით. გაჩერებაზე დამონტაჟებული საინფორმაციო დაფებით ფაქტიურ სურათსაც დაინახავს მომხმარებელი თუ როგორ გადაადგილდება ტრანსპორტი. ვფიქრობ, არსებული შედეგია ქალაქის წინსვლის და განვითარების…

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს გულშემატკივრობისთვის, დაფასებისთვის და გვერდით დგომისთვის!

მე ამჯერად არსებული პოზიციიდან გემშვიდობებით და წარმატება მინდა დიდ გუნდს ვუსურვო, რომელიც გააგრძელებს ქალაქის საქმის კეთებას. ქუთაისისთვის ბევრი ღამე ვათენეთ და ვამაყობ შედეგებით! წარმატებები ყველას!”, – წერს გიორგი გიორგობიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *