საზოგადოება
იმერეთში „ბზის ალურას“ ებრძვიან
კოლხური ბზის მავნებელი
" ბზის ალურა" იმერეთის ტყეებში მცენარეს ანადგურებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს  უკვე ორჯერ განხორციელდა ბზის კორომების შეწამლვითი ღონისძიებები. როგორც რადიო "ძველ ქალაქს" ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს, ბზის შეწამვლა, გეგმის შესაბამისად, მესამედ  სექტემბერში განხორციელდება.

"წყალწითელას ხეობაში, მოწამეთას ირგვლივ არსებული ბზით დაფარული ტერიტორიები, გეგმით გათვალისწინებული ჯერადობით (ორჯერ) შეიწამლა. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე (სეზონზე 3 გენერაცია - თაობი) აღნიშნული ფართობი (და ზემოთ ხსენებული ტერიტორიები-რეგიონები) წელს კიდევ ერთხელ-მესამეჯერ შეიწამლება", - აღნიშნულია რადიო "ძველი ქალაქისთვის" მოწოდებულ ინფორმაციში.
ჩვენთვის გუშინ ცნობილი გახდა სათაფლისა და გელათის ტერიტორიაზე ბზის მავნებლის გავცერლების შესახებ. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოდან გვაცნობეს გელათის მიმდებარედ არსებული ბზის კორომები, როგორც მოწამეთასთან არსებული ტერიტორიაც, შესულია გეგმით გათვალისწინებულ შესაწამლ ფართობებში, შესაბამისად გელათთან არსებული ბზის კორომიც ორჯერ უკვე შეიწამლა და მესამეჯერ შეიწამლება სექტემბრის თვის ბოლოს, მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გადაცემათა ციკლი
18:31 / 16.01.2018
გადაცემათა ციკლი "მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობებში". გადაცემის თემა" ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში".
„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო- საქართველო“ , წარმოგიდგენთ
რადიო გადაცემათა ციკლს „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ
თვითმმართველობაში“ პროექტით შესაძლებელი გახდა ქალთა გენდერული
საჭიროებების კვლევა იმერეთის მხარეში. 
თემა
14:53 / 15.01.2018

„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო- საქართველო“ , წარმოგიდგენთ რადიო გადაცემათა ციკლს „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პროექტით შესაძლებელი გახდა ქალთა გენდერული საჭიროებების კვლევა იმერეთის მხარეში. 
თემა" სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელმისაწვდომობა".

ახალი ამბები
ვალუტა
EUR
EUR
3.1058
TRY
TRY
0.6657
USD
USD
2.5451
«« იანვარი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი -3 - 2 °C
img
ქუთაისი 4 - 8 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img