“გაერთიანებული ოპოზიციის”

ქუთაისის #49 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი წულაია ადგილობრივ ხელისუფლებას ბზის დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით მავნებლით დაზიანებული ხეები ხმება: “მოვუწოდებ სუყველას, გადავარჩინოთ ბზა და ვანახოთ შვილებს, რომ აი, ასეთია ბზა. მოწამეთაში ოჯახთან ერთად ვიყავი და მაშინ აღმოვაჩინე რომ ბზაზე შესეული იყო პეპლები. განადგურებულია აქ მცენარე, რამდენიმე დღის წინ ვიყავი გელათში და იქაც ანალოგიური სიტუაციაა. ხარაგაულისკენაც შეიმჩნევა უკვე ბზებზე ამ პეპლების შემოსევა. არარ იქნება ბზა, რომ ეკლესიაში მიიტანონ ბზობას”, – განაცხადა გოგი წულაიამ.
ბზის მავნებელი ,,ბზის ალურა” დასავლეთ საქართველოში მცენარეს უკვე ერთ თვეზე მეტია რაც ანადგურებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *