ქუთაისის აგრარულ ბაზართან

“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” და “ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის” ორგანიზებით აქცია ჩატრდა. აქცია მიზნად, მოსახლეობის ინფორმირებულობას ისახავდა.  “ქუთაისიდან 9ქალია  მაჟორიტარობის კანდიდატად წარგდენილი. “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” და “ქუთაისის გენდერის მედია ცენტრი ” დღეს ასრულებს აქციების სერიას, რომელიც მიძღვნილი იყო ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად და ჩვენ ძალიან დიდი სურვილ გვაქვს, რომ ამომრჩევლებმა კარგად გააცობიერონ და გააანალიზონ, რომ ქალების მოხვედრა პარლამენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ თუ გვინდა დემოკრატია და უკეთესი ცხოვრბა, როგორც ბავშვების, ასევე ქალების პრობლემების გადაწყვეტა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სწორად წარმართვა, აუცილებელია, რომ ქალმა და მამაკაცმა თანაბრად მიიღოს მონაწილეობა კანონშემოქმედებით საქმიანობაში”, – განცხადა ქუთასისი გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა, ქეთი ბერძენიშვილმა.

“ხმა მიეცი თანასწორობას” სულ საქართველოს 8 ქალაქში ჩატარდა. აქციების სერია ქუთაისში დასრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *