საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისია თითქმის 7 მილიონ 500 ათასი საარჩევნო ფურცელს დაბეჭდავს. ბიულეტენები თბილისის 8 სტამბაში იბეჭდება. ბიულეტინები დაიბეჭდება საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, ბეჭდვის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. ბიულეტინების ბეჭდვის პროცესი 6 ოქტომბერს უკვე დასრულებული უნდა იყოს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *