საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ მერვე მოწვევის პარლამენტის 4 წლიანი საქმიანობა შეაფასა.

კვლევის თანახმად, საპარლამენტო სხდომებზე მრავლად იყო თემატური დისკუსიები. “გაიზარდა საკანონმდებლო ორგანოს ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხიც, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია. დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლებს, ქონდათ საშუალება ჩართულიყვნენ საპარლამენტო დისკუსიებში და მოეპოვებინათ ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია კვლევაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო პროცესი ხარვეზებსაც შეიცავდა: “პარლამენტი არ ასრულებდა ეფექტურად აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუნქციას. საკანონმდებლო პროცესი ხასიათდებოდა არაერთი ხარვეზით: კვლავაც ხდებოდა დაუსაბუთებლად კანონების დაჩქარებული წესით მიღება და კანონის ამოქმედების სისტემატური გადავადება.
მერვე მოწვევის პარლამენტში არაერთი შემთხვევა იყო პარლამენტის წევრების მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის, პარლამენტის წევრები პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებულ მოავალეობებს, რაზეც სხდომათა გაცდენებების მაჩვენებელიც მუთითებს, თუცა პარლამენტის მხრიდან არ ხორციელდებოდა დისციპლინური სანქციების ეფექტური გამოყენება”, -აღნიშნულია კველავში, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ გუშინ  გამოაქვეყნა.
მე-8 მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 231 პლენარული სხდომა. მათ შორის, 62 პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა 10 სხდომა. (აქედან 2 რიგგარეშე).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *