ამომრჩევლებს დილის 08:00 საათიდან შეეძლებათ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება.

სააარჩევნო უბები საღამოს 8 საათზე დაიხურება. საქართველოს მასშტაბით სულ 3 ათას 634 საარჩევნო უბანი იფუქნციონირებს.  11 გამონაკლის შემთხვევაში. 55 კი საზღვარგარეთაა შექმნილი. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 მილიონ 513 ათას 884 ამომრჩეველი. გამარჯვებისთვის იბრძვის 25 საარჩევნო სუბიექტი. 73-ვე საარჩევნო ოლქში 816 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული.
დღეს 20 საათამდე საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიებს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს გადასცემს. არჩევნებს 73 მედიაორგანიზაცია გააშუქებს.
კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *