“ჩვენ უნდა ჩავატაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები”, – განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა აგრეთვე მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების დღეს უზრუნველყონ წესრიგი და მშვიდობიანაა ჩატარება საარჩევნო პროცესის.
“ეს არჩევნები ნამდვილად არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის და პირველ რიგში მინდა მოვუწოდო ყველა ამომრჩეველს, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ 9 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს უკეთეს საქართველოში.მინდა მოვუწოდო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონო გიორგი, თქვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ, უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *