აკაკი წერეთლის სახელმწფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა შეხვედრა

. შეხვედრის მთავარ მიზანს ნაფიც მსაჯულთა რეფორმების განხილვა და მოქალაქეების ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირება წარმოადგენდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გიორგი მელაძის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა რეფორმები საქართველოში 5 წელია მიმდინარეობს.

“ეს სისტემა ქუთაისში უკვე არსებობს და მისი მეშვეობით 6 საქმე გადაწყდა. მოქალაქეების ინფორმირებულობა და ჩართულობა აუცილებელია სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის,” – განაცხადა გიორგი მელაძემ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, 2017 წლის იანვრიდან, კიდევ 5 ქალაქში – ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში ამოქმედდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *