“დავუბრუნდი იმ ადგილს სადაც ხუთი წლის განმავლობაში

ძალიან ბევრი სითბო და სიყვარული მაქვს ჩადებული” ასე შეაფასა პირველი სამუშაო დღე მე-13 ბაგა-ბაღში დაბრუნების შემდეგ მაკა აბულაძემ.

” დამხვდა ჩემი კოლექტივი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ძალიან მიყვარს, ასევე მაქვს სამომავლო გეგმები, ჩვენი თითოეული დღე მოწოდებულია ვემსახუროთ ბავშვებს მეტი ენთუზიაზმით და მეტი ახალი პროექტებით,”- განაცხადა მაკა აბულაძემ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ციცინო მოსიძის გადაწყვეტილებით მთლიანად დაკმაყოფილდა მაკა აბულაძის წარმომადგენლი რობიზონ ხურცილავას სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის ბრძანება მაკა აბულაძის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *