ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის

(ENPARD) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს სოფლის განვითარების ეროვნული სტრადეგიის პროექტის საზოგადოებრივი კონულსტაციები გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეები საქართველოს სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის პროექტს გაეცნენ, რომლის მიზანს სოფლად სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის ხელშეწყობით ქვეყნის ეკონომიკის დივესრსიფიკაცია და მმდგრადი განვითარება წარმოადგენს.

“ეს ღონისძება და ზოგადად მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ ღონისძიებებზეა დამოკიდებული ჩვენს შედეგებზე, რომელიც მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენთვის არამედ მთელი ქვეყნისთვის,”-განაცხადა კომპანია “ჰერბია- ბოსტნეულის” პირველადი მწარმოებელი ზურაბ ჯანელიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებს გამოცდილება ქვეყანაში ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საპილოტე პროექტების ხელმძღვანელებმა და სფეროს ექსპერტებმა გაუზიარეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *