არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გოქაძე,ქუთაისში ოპოზიციური მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ფეისბუქზე, საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს.” დამთავრდა საპარლამენტო არჩევნები და ქუთაისში ოპოზიციამ სრული კრახი განიცადა

ერთი ნაწილი კანდიდატებისა მხოლოდ ფასადს წარმოადგენდა “ქართული ოცნებისთვის”,მეორე ნაწილს კი ერთი სული ჰქონდა,თუ როდის მორჩებოდა არჩევნები ,რომ მეორე დღეს სასწრაფო წესით მიელოცა “ქართული ოცნებისთვის” არჩევნებში გამარჯვება.გამონაკლისს წარმოადგენდა გიგი წერეთელი, რომელიც ცდილობდა ბოლომდე დახარჯულიყო.თუმცა, გიგიც ვერ ფლობდა ინფორმაციას ქუთაისში არსებული მდგომარეობის შესახებ .სამწუხაროდ,არცერთ კანდიდატს არ უხსენებია ‘ოქროს ჩარდახთან’ მიმდებარედ უკანონოდ აშენებული მურღულიას დუქანი,არცერთ კანდიდატს არ უხსენებია ,რომ ასღები და მოსაცილებელია ქალაქიდან ვ.კიკვიძის ძეგლი,არცერთ კანდიდატს არ უხსენებია მურღულიას კატასტროფული მოღვაწეობა ქალაქში და ამაზე ღიად არ გაუმახვილებიათ ყურადღება,არცერთ კანდიდატს არ უხსენებია საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიერ ადამიანის გატაცება.და, იმის თქმა, რომ მოსახლეობამ ვერ გაიაზრა საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხე,არის კიდევ ერთი შეცდომა მათი მხრიდან,რადგან მოსახლეობა კარგად ხედავდა ,თუ რაზე საუბრობდნენ კანდიდატები. ქუთაისში მოსახლეობის გულაცრუება და არ მისვლაც ჩვენ ქალაქში უკავშირდებოდა ამ და სხვა საკითხების ოპოზიციის მხრიდან სიმწვავის ნაკლებობას და მის სრულ იგნორირებას.ამიტომ, მოსახლეობამ ჩათვალა,რომ ესენი ერთნი იყვნენ.რაც შეეხება ადგილობრივ ლიდერებს,მათი კარიერული წინსვლა დამოკიდებულია იმაზე,თუ როგორი ურთიერთობა აქვთ მათ თავიანთ თბილისელ უფროსობასთან.ესაა მთავარი ორივე მხარისთვის.ამიტომ,ნუ გაიშვერენ ხელს ქუთაისში მცხოვრები ადამიანებისკენ თუ ვინ აირჩიეს,არამედ პრობლემები ეძებონ საკუთარ თავში,საკუთარ პარტიაში”-წერს გია გოქაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *