ზვარეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება.

დასაქმებული ქართველი მუშები აცხადებენ, ისინი პროტესტს მანამდე გააგრძელებენ სანამ ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება. რადიო “ძველი ქალაქი” “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” პრეზიდენტს, ვიტალი გიორგაძეს დაუკავშირდა.რომელმაც ზვარეში ამ დროისათვის არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა: “აქცია დილიდან განალხდა, ეს ადამინები დილიდან მოვიდნენ. ისინი ითხოვენ ამ დამნაშავე მენეჯერების ჩამოშორებას. მათ არ აქვთ უსაფრთხოების გარანტიები, გამ ომდგინარე იქედან, რომ ისეთი სამუშაოა შეიძლება ერთი ხელის კვრითაც შეიძლება ადამიანი დაიღუპოს, რომელსაც შემდეგ უბედურ შემთხვევას მიაწერენ”, – განაცხადა ვიტალი გიორგაძემ.
პროტესტს გამოხატავს სოფლის მოსახლეობაც. ინციდენტი თავიდან სოფლის მაცხოვრებლლებთან მოხდა. “ესენი არ არიან დამ,საქმევბლები, ჩვეულებრივი კრიმინალები არიან და ამის შესახებ ჩვენ იფომაცია მივაწოდეთ ინფორმაცია “რკინიგზასაც”, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, პროკურატურასაც. სამწუხაროდ, ამას რეალური ქმედებები არ მოჰყოლია, რამაც გამოიწვია ის, რაც ხდება ახლა ზვარეში”, – განაცხადა “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ.
სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია ლიანდაგის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. გუშინ მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ და ჩინელ მუშებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით ზესტაფონისა და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *