“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა

და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში. ორგანიზაციის განცხადებას თან ახლავს რეგიონების მიხედვით მომნაცემები, თუ კონკრეტულად რომელ რეგონში დააფიქსირა “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ” თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება. რეგიონების ჩამონათვალს შორის მოხვდა იმერეთიც.

იმერეთი

ალექსანდრე მოსიაშვილი – 2014 წლიდან საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა – ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი.  2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ასმათი აბრამიშვილი ა(ა)იპ საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის უფროსი სპეციალისტია.

პაატა გოგოლაძე – 2013 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა – გამგებლის პირველი მოადგილე.  2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ირმა დეკანოსიძე ააიპ ხარაგაულის შიდა ტურიზმისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრის სპეციალისტი და ააიპ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის გიდი ხდება. 2016 წლის დეკლარაცაში მის სამსახურად მხოლოდ ააიპ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის გიდის პოზიციაა აღნიშნული.

გიორგი ჭიღვარია – 2015 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეა.   2016 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე თამთა ფოფხაძე ააიპ – ქ. ქუთაისის ბაგა – ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობს. იქამდე მას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში ეკავა მთავარი სპეციალისტის თანამდებობა.

შალვა კუჭუხიძე – 2014 წლიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო – ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე.  2015 წლის დეკლარაციით, მისი შვილი ვასილ კუჭუხიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტია.

გელა მშვილდაძე – 2015 წლიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.  2015 წლის დეკლარაციით, მისი შვილი ზურაბ მშვილდაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კურიერად მუშაობდა, 2016 წლის დეკლარაციის თანახმად კი, ის ფონდის ოპერატორის თანამდებობას იკავებს.

ვახტანგი გვენეტაძე – 2015 წლიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა – საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.   2016 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე ქეთევან ჯანელიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს სპეციალისტად მუშაობს. 

უფრო ვრცლად, სხვა რეგიონების მონაცემების ნახვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ვებ გვერდზეა შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *