ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს

,რომლის მიხედვითაც, 13-ე ბაღის ხელმძღვანელის პოსტს მაკა აბულაძე ერთი თქვის წინ დაუბრუნდა.

მაშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა, მაკა აბულაძის წარმომადგენლის სარჩელი ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება მაკა აბულაძის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე და იგი აღდგინეს იმავე თანამდებობაზე.

მაკა აბულაძის ადვოკატის რობინზონ ხურცილავას განცხადებით ის, რომ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში არის უსაფუძვლო, ასევე ხურცილავა განმარტავს, რომ საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთა.

“პროცესი უკვე დანიშნულია და ჩვენც წარვადგინეთ შესაგებელი და მივუთითეთ, რომ  წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძვლო.ამასასთან, იმავე შესაგებლით ჩვენ ვითხოვთ , რომ მოწმედ დაიკითხოს ქალბატონი ა. ნაცვლიშვილი, რადგან გამოიკვეთა ახალი გარემობა და ჩვენთვის ცნობილი გახდა ,
რომ ბაღების გაერთიანების დირექტორსათვის წინა დღიდან იყო ცნობილი ინფორმაცია გაფიცვის არსებობასთან დაკავშირებით.  ამდენად მაკა აბულაძის მიერ შეტყობინების განხორციელებაც რომ მოხდარიყო, არანაირი აზრი არ ჰქონდა, რამეთუ ნაცვლიშვილი თავად იყო ვალდებული მიეღო ზომები  გაფიცვის აღსაკვეთად,”-განაცხადა რობინზონ ხურცილავამ.

ააიპ ბაგაბაღების გაერთიანების იურისტი რამაზ იობიძე აცხადებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსუსური.

“დიახ გავასაჩივრეთ,რადგან ჩვენ მიგვაჩნია,რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უსუსური და არაკანონიერი. მიგვაჩნია რომ ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო თავის მოწოდების სიმაღლეზე იქნება და დაადასტურებს, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი იყო
ნამდვილად უკანონო,”- განაცხადა რამაზ იობიძემ.

ახალი სასამართლო პროცესი კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე თამარ სვანაძის თავმჯდომარეობით 2016 წლის 28 ნოემბერს 12 საათზე არის დანიშნული. შეიცვლება თუ არა განაჩენი ეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *