არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებებისა და

სწავლების მონიტორინგის ცენტრი” 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს პარლამენტს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მიმართავს. ისინი შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფექტური სისტემის შექმნას იტხოვენ: “დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვასა და საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რომელმაც ამ დრომდე არ შექმნა შრომის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის ეფექტური სისტემა, რამაც უნდა დააზღვიოს დასაქმებულთა უფლებების დარღვევა სამუშაო ადგილებზე და მოახდინოს ამგვარ შემთხვეებზე ეფექტური რეაგირება.
ზვარეში, მუშათა პირველი პროტესტის შემდეგ, მშენებლობის ობიექტზე ინსპექტირება განახორციელა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტმანეტმა, რომელმაც აღრიცხა დასაქმების ადგილზე არსებული დარღვეები და კომპანიის მიმართ გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ლიმიტირებული მანდატიდან გამომდინარე მის მიერ გაცემული რეკომენდაციები არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი კომპანიისთვის, რაც არსებული მექანიზმის სისუსტესა და არაეფექტურობაზე მიუთითებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

დაუყოვნებლი შექმნას შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფექტური სისტემა, რომელსაც ექნება სამუშაო ადგილების სათანადო ინსპეტირებისა და დარღვევების გამოსწორების ეფექტური ბერკეტები.

მოვუწოდებთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:

კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროვოს ზვარეში, სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგები და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის მიერ დარღვეების აღმოფხვრისა და რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან შემდეგი არასამთავრობოები:

,,პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი”

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

“სოციალური აზრის ფორუმი”

,,დემოკრატიის ინსტიტუტი”

მწვანე მუშტი

ქალთა მზერა

თვითორგანიზების ქსელი

ახალგაზრდა მწვანეები

ახალგაზრდა სოციალისტები

თბილისის სოლიდარობის ქსელი

თეთრი ხმაურის მოძრაობა

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი

Praxis / პრაქსისი

აუდიტორია 115

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” (აფბა)

ანალიტიკური პორტალი ,,European.ge

,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი”

,,საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი”

,,საქართველოს მედიის პროფესიული კავშირი GMTU

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *