შსს-მ ახალი პროექტი – “უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა” დაიწყო.

პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს, რომელიც 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიხსნა და შსს-ს ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში “ჭკვიანი კამერების” დამონტაჟება , “მათი ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების უწყვეტი მონიტორინგი.ამ პროექტის განხორციელებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ჩართვას. ამ მიზნით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლებმა, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა პროექტის განხორციელების პროცესში თავიანთი შესაძლებლობები განიხილეს და ერთობლივ ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.
აღნიშნული პროექტის მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეალურ დროში მოხდება დანაშაულზე და სამართალდარღვევებზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაიზრდება უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი, მკვეთრად შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი”,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *