მიმდინარე წლის 18 ნოემბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურ “ავტოქარხანაში” დაგეგმილი  სამუშაოების გამო

10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 11 000 აბონენტს ქ. ქუთაისის ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მაღალი ძაბვის ქვესადგურ “ავტოქარხნიდან” ელექტროენერგია მიეწოდება ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებს: ავტომშენებლის, ხარებავას, ზ. ჭავჭავაძის, ბუკიას,  ბელინსკის, მუსხელიშვილის, ტოლბუხინის, ორახელაშვილის,  ცოტნე დადიანის, დეპოს, ტოლსტოის, მესხის, ხმელნიცკის, ჩხობაძის, ცახელის, ბელიაშვილის, გუნიას, ლუქსემბურგის, სააკაძის, ფურცელაძის, ქიაჩელის, წმ. ლუკას (აგარაკების დასახლება) და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ არსებულ ობიექტებს.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.  სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *