20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში,

მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (შრომის ძეგლთან, რუსთაველის #3) „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”; ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის”; „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”; “იარე ფეხით”; “თბილისის ტრამვაი”; “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია”; “საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია”; „ეკო ტრანსპორტის ცენტრი”; “HUB Georgia”; “საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი”; “ჯამპ სტარტ ჯორჯია”; “Helping Hand” -ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქცია/მსვლელობას გამართავს. ქუთაისში აღნიშნულ აქციას უერთდება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში. მსვლელობის მიზანია ხელისუფლებას მოუწოდოს მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად. ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაუყოვნებლივ, საკითხთა პირველ ნუსხაში მოხდეს საგზაო კანონის, ქულათა სისტემის და უკონტაქტო პატრულირების განხილვა და მიღება, რათა შემცირდეს ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, რომლის 95% ადამიანური ფაქტორებითაა გამოწვეული. გთხოვთ შემოგვიერთდეთ და ჩაერთოთ აღნიშნულ აქციაში. ნოემბრის მესამე კვირა-დღე ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერომ ოფიციალურ დღედ 2005 წელს გამოაცხადა და იგი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *