ქუთაისში, მონპლეზიერის თაღის ქვეშ,

იდენტობა ქუთაისის სათემო რესურს ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეებმა გარდაცვლილ ტრანსგენდერთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლევი დაანთეს. ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1999 წლიდან , 20 ნოემბერს აღნიშნავს. პირველად ტრანსგენდერთა 1999 წელს სანფრანცისკოში ჩატარდა, ტრანსგენდერი ქალი რიტა ჰესტერის მკვლელობის წლისთავზე.
ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში.

“პატივს მივაგებთ გარდაცვლილ ტრანსგენდერთა ხსოვნას. დავანთეთ სანთლები, ასევე
ივენთზე ნაჩვენები იქნა ქართველი ტრანსგენდერი ქალების – ბიანკა შიგუროვასა და საბი ბერიანის ცხოვრების ამსახველი მოკლე დოკუმენტური ვიდეო რგოლები”,- აღნიშნა თემის მობილიზაციის მენეჯერმა თამარ რაზმაძემ.

საზოგადოების მხრიდან აგრესიის გამოვლინების ხარისხი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საკმაოდ მაღალი, მსგავსი ძალადობრივი პრაქტიკების არსებობს პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალურ-კულტურულ გარემოსთან. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა საზოგადოება ტრანგენდერი ქალების მიმართ:
1. ქვეყანაში ტრანსგენდერ ადამიანთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს მიუხედავად, სახელმწიფოს არ გააჩნია და შესაბამისად არ აწარმოებს ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებთან ბრძოლის პოლიტიკას. არაეფექტურად ხდება სექსულური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით მომხდარე დანაშაულებების გამოძიება. საბი ბერიანი საქმეც, სწორედ სამართლებრივად არათანმიმდევრული და არასენსიტიური პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.
2. ტრანსგენდერი პირების სოციალური ჩაგვრის გამომწვევი ფაქტორი, დიდწილად გენდერის სამართლებრივი აღიარების გართულებულ და არაჰუმანურ პოლიტიკას უკავშირდება. ა.) ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული. ბ) პრაქტიკის მიხედვით (ადმინისტრაციული თუ სასამართლო) ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პირად დოკუმენტებში სქესის შეცვლისთვის აუცილებელი წინპირობაა ქირურგიულ ოპერაცია/სტერილიზაცია (შესაბამისად საქმე გვაქვს ძალადობრივ და გაუაზრებელ სახელმწიფო პოლიტიკასთან).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *