გარემოს ეროვნული სააგენტო 21 – დან 24 ნოემბრამდე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში კავაკასიის ჩრდილო – აღმოსავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე (უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

“აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. მოსალოდნელია თოვა. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

დღეს ქ. ქუთაისში შენარჩუნებული იქნება ძალიან ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლოა 32 მ/წმ – ში მიაღწიოს. ხვალიდან ქარის სიძლიერე შედარებით შესუსტდება და 22 – 23 ნოემბერს 28 – 30 მ/წმ – შია მოსალოდნელი”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *