პარკირების საფასურს

ტაქსების მძღოლები სურვილის შემთხვევაში ყოველდღიურად გადაიხდიან. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. აღნიშნულმა წინადადებამ დეპუტატების ნაწილს კითხვები გაუჩინა. მაგალითად საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ბესო ბრეგაძემ, აღნიშული საკითხის მხარდაჭერსგან თავი შეიკავა და შემდეგ განმარტა, რომ :”ასეთი ტიპის გადაწყევტილებებზე უნდა იყოს არგუმენტირებული პასუხები თუ რატომ ხდება აღნიშნული ცვლიება. ისედაც პრობლემატური იყო, როდესაც შემოიღეს ამ ტიპის მოსაკრებელი ტაქსისტებისთვის განსხვავებული ქვოტირებით. საკმაოდ დიდია გადასახადი და პრობლემატურია. ყოველდღიურის დაწესება ლარის ოდენობით ცალკე პრბლემებს შეუქმნის ამ ადამიანებს. არგუმენტი იმისა თუ რატომ უნდა მომხდარიყო 10 დღიანის ან 1 დღიანის გადახდა საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს”, – განაცხადა ბესო ბრეგაძემ.
აღნიშნულის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გააკეთა და აღნიშნა: “აქ იყო საუბარი პარკირების სისტემის მოწესრიგებაზე და იგივე ტაქსის მძღოლებისთვის უკეეთი შეთავაზების შესახებ. ისინი 10 დღიან ტარიფს ყიდულობდნენ. შეიძლება ზოგი 2 დღე მუშაობდეს და მერე 2 დღე ისვენებდეს, ამიტომ ყოველდღიურად შეეძლებათ გადაიხადონ 1 ლარი, ანუ გაუმჯობესებულია მათთვის მდგომარეობა და ადრეც უნდა მიგვეღო ე,ს და რადგან ახლა მივიღეთ კარგია”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *