ქუთაისის მერიას ძლიერი ქარის გამო დაზარალებულმა 150-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა,

– ამის შესახებ ქუთაისის მერმა დღეს გამართულ სხდომაზე ისაუბრა. ქალაქის მერს საკრებულოს დეპუტატმა”ნაციონალური მოძრაობიდან” ამირან ძოწენიძემ ჰკითხა დაეხმარება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა მელიქიშვილის #4 კოპუსში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას. როგორც ამირან ძოწენიძემ აღნიშნა, მოსახლეობას დახმარებას 3 დღეში დაჰპირდნენ და მესამე დღე ზუსტად დღეს იწურება. ქლაქის მერმა განაცხადა: “150-ზე მეტი მომართვაა დაფიქსირებული. აქ არის სკოლები, ბაღები. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ არ შეფერხებულიყო სასწავლო პროცესი და არც შეჩერებულა. რაც შეეხება ზარალს, დათვლილია. ბუნებრივია, სანამ ქარი ვერ ჩადგებნოდა ვერ დავთვლიდით. ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება იქნებოდა, რომ აგვეშვა სახურავზე. ზარალი საკმაოდ დიდია, დააახლოებით 300 ათასი ლარის ღირებულების, რომელსაც ჩენი ბიუჯეტი ვერ გაწვდება და ცენტრალურ ხელისუფლებას ვთხოვეთ დახმარება.ველოდებით დაფინანსებას”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
როგორც მან აღნიშნა, კერძო სახლებზე, რომლებზეც მცირე დაზიანებაა თავად მფლობელმა უნდა მიხედოს, ხოლო თუ სოციალურად დაცველია მას დაეხმარებიან. “რაც შეეხება მასშტაბურ სამუშაოებს, როგორიც მელიქიშვილია და ა.შ. ამხანაგობებმა უნდა უზრუნველყონ დროებით, რომ წყალი არ ჩავიდეს. დანარჩენში აუცილებლად დავეხმარებით. ველოდებით დაფინანსებას”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *