ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან,

საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილი 23 წლის ლანა მიქაბერიძის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა.

მიქაბერიძის ოჯახი კლინიკა “ბომონდის” ექიმების დასჯას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. მათი თქმით, ექსპერტიზის პასუხი კვლავ უცნობია.

შემთხვევა ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. 23 წლის ახალგაზრდა საკეისრო კვეთის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედის თქმით, გოგონა საკეისრო კვეთის შემდეგ 3 საათის განმავლობაში უყურადღებოდ იყო, რის შედეგადაც შიდა სისხლდენა განუვითარდა და 4-საათიანი ოპერაცია ვეღარ გადაიტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *