აქცია სავაჭრო ცენტრის “გრანდ მოლის” თანამშრომლებმა გამართეს

, აქციის მონაწილეებმა სავაჭრო ცენტრის წინ ნაგვის ურნების განთავსება გააპროტესტეს.

“გრანდ მოლის” დირექტორის ნატო დანელიას თქმით სავჭრო ცენტრის შესასვლელი ნაგავსაყრელად გადაიქცევა.

“ამ დილით შემატყობინეს, რომ მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან, სადაც დასუფთავების სამსახური ღია ტიპის ნაგვის ბუნკერებს ამონტაჟებს, რაც ნიშნავს, რომ ჭავაჭავაძის ქუჩიდან ჩვენთან ყოველდღიურად რამდენიმე ტონა ნაგავს მოსახლეობა მოიტანს და ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება სანაგვე,”-განაცხდა “გრანდ მოლის” დირექტორმა ნატო დანელიამ.

ააიპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო ” ძველ ქალაქთან” განაცხადეს, რომ ჭავჭავაძის გამზირი არის სახელმწიფო მნიშვნელობის ცენტრალური გზა და სანაგვე კონტეინრების ხშირი განთავსება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.

“ეს ადგილი მგზავრების და მოსახლეობის მასობრივი თავშეყრის ადგილია და აუცილებელია მოხეს სანაგვე ურნების ხშირი განთავსება, ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ და ეს პროცესიმივა ბოლომდე, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ურნების განთავსება რამე პროცედურას ხელს უშლის და ეს არის კონფილქტი, მინდა განვაცხადო, რომ არ არის კონფილქტი, ეს არისმოთხოვნა, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს,”- განაცხადა ააიპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი მჟავანაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *